top of page
BEBUA Wine Restaurant

Name:

BEBUA Wine Restaurant

Total Area:

75 კვ.მ.

Location:

ბერლინი, გერმანია

Year:

2025

სახელი: 

BEBUA Wine Restaurant

ფართობი: 

75 კვ.მ.

ადგილმდებარეობა:

ბერლინი, გერმანია

წელი: 

2025

ჩვენი პირველი დიზაინ პროექტი ბერლინში - ღვინის რესტორანი ქალაქის შუაგულში. აქ ერთ სივრცეში ორი ფუნქციური ზონა ერთიანდება: ღვინის მაღაზია და მყუდრო რესტორანი, სადაც ელეგანტური დიზაინი და სასიამოვნო გარემო ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.

ინტერიერში შესვლისთანავე გვხვდება ღვინის ბოთლის ფორმის თაროები - სივრცის გამორჩეული დეტალი, რომელთა მასშტაბურობაც პირველ და განსაკუთრებულ ეფექტს ახდენს სტუმრებზე. მაღაზიის სივრცეშია განთავსებული ღვინის ბოთლებით დატვირთული მაღალი თაროებიც, რომელიც ხაზს უსვამს ჭერის სიმაღლეს და საგრძნობლად ზრდის სივრცის შეგრძნებას, მიუხედავად იმისა რომ ინტერიერის ფართობი არც თუ ისე დიდია.
რესტორანი მყუდრო და ელეგანტურია. სივრცის ორივე მხარეს არსებული თაღები შეფუთულია კორპის მასალით და შეღებილია შინდისფერ ტონალობაში, რომლის ინსპირაციაც საფერავი გახლავთ. სივრცის თბილი განათება კი მშვიდი ვახშმისთვის იდეალურ გარემოს ქმნის.
რომ შევაჯამოთ, ბერლინის ცენტრში დაგხვდებათ სივრცე, რომელიც თბილი, დახვეწილი, ელეგანტური და სასიამოვნოა.

გეგმარება

აღმოაჩინე მეტი

LINEAR

LINEAR

ინტერიერი, სადაც სწორხაზოვანი ფორმები და სადა ფაქტურები ერთიანდება, რათა მცირე სივრცე დინამიკურ, სინათლით სავსე გარემოდ გარდაქმნას

PASTELS

PASTELS

ინტერიერი, სადაც პასტელური პალიტრა და მინიმალისტური ფორმები ერთიანდება სინათლით სავსე, მშვიდი და ფუნქციური გარემოს შესაქმნელად.

იდეათა სამყაროდან - რეალურ სივრცეებამდე

ჩვენი დიზაინ სტუდიო წარმოსახულ იდეებს რეალობაში აცოცხლებს

ჩვენ დაგეხმარებით იცხოვრო კომფორტულ და გემოვნებიან სამყაროში, რომელიც ამასთანავე, შენს ინდივიდუალობას ასახავს

დიზაინ ინსპირაციის მისაღებად გამოგვიწერე

მადლობა გამოწერისთვის

© 2023 All Rights Reserved.

  • Instagram Icon
  • Facebook social icon
  • LinkedIn social icon
bottom of page