

ჩვენი პროექტები
მიაღწიე დიზაინის ფუნქციურობისა და დახვეწილობის იდეალურ ბალანსს ჩვენი გუნდის მომსახურებებით
ინტერიერის დიზაინისა და ფოტოგრაფიის ხედვამ სისადავეში სივრცის საინტერესო კონცეპტი შემოიტანა


ერთმანეთისგან რამდენიმე ტონით განსხვავებული ფერები სივრცეს მონოქრომულ იერსახეს სძენს, რასაც ინტერიერში სიმშვიდისა და დახვეწილობის შეგრძნება შემოაქვს
ფერს უჩვეულო თვისება აქვს საკმარისია აირჩიო და გარემო ბუნებრივად და მაინც ჯადოსნურად იწყებს მასზე მორგებას და მისეული სამყაროს შექმნას


გვჯერა, რომ თითოეულ ადამიანს უნიკალური ხასიათი, გემოვნება და საჭიროებები აქვს. ჩვენი შემოქმედებითი იდეები სწორედ ამ ინდივიდუალურობას ეხმიანება და ჩვენი თვალით დანახულ დამკვეთის შინაგან სამყაროს რეალობად აქცევს.

ჩვენ ვართ დუე
სივრცის დაგეგმარება

აჩვენე მეტი

სივრცის დაგეგმარება
ინტერიერის დიზაინში პირველი და განსაკუთრებით მნ იშვნელოვანი ეტაპი სივრცის დაგეგმარებაა. ეს არის ფაზა, რომელშიც ფუნქციურ გადაწყვეტებზე დაყრდნობით, იქმნება ვიზუალურად მიმზიდველი სივრცის ფუნდამენტი. პროცესი მოიცავს კვადრატულობის ოპტიმალურად ათვისებას და ავეჯის, მასალებისა თუ სხვა ელემენტებისთვის ადგილის სწორად შერჩევას.
აჩვენე მეტი
ინტერიერის დიზაინი

დიზაინის კონცეფციის დამუშავებისას, ჩვენი გუნდი თავდაპირველად აგროვებს ინფორმაციას დამკვეთის სურვილების, საჭიროებების, პრიორიტეტებისა და ბიუჯეტის შესახებ. დეტალური კვლევისა და მსჯელობის შემდეგ ყალიბდება ბინის უნიკალური სტილი და ხასიათი, რომლის საფუძველზეც ვქმნით ე.წ “მუდბორდებს” და სივრცის 3დ ვიზუალიზაციას.

საავტორო ზედამხედველობა

აჩვენე მეტი

საავტორო ზედამხედველობა
სერვისი მოიცავს სარემონტო პროცესების მეთვალყურეობას, პროექტის მიმდინარეობის მენეჯმენტს, კონტრაქტორებისა და მომწოდებლების კოორდინირებას. ჩვენი გამოცდილი გუნდი უზრუნველყოფს პროექტის დასრულებას გათვალისწინებული ბიუჯეტით და უმაღლესი ხარისხით, შეთანხმებულ ვადაში.

დაგვიკავშირდი

დაიწყე ზრუნვა შენი უნიკალური სივრცის შექმნაზე

17ა უნივერსიტეტის ქუჩა