top of page
DIGITAL JUNGLE

Name:

DIGITAL JUNGLE

Total Area:

 415 კვ.მ

Location:

თბილისი, საქართველო

Year:

2023

სახელი: 

DIGITAL JUNGLE

ფართობი: 

 415 კვ.მ

ადგილმდებარეობა:

თბილისი, საქართველო

წელი: 

2023

"Digital Jungle შეიქმნა სპეციალურად ციფრული საზოგადოებისთვის, რათა თანამედროვე ადამიანს ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში ფეხი აუწყოს, მაგრამ ამასთანავე გახდეს ადგილი, საიდანაც ის მუდმივ ინსპირაციასა და სამუშაო ძალას მიიღებს. Digital Jungle-ის ფილოსოფიამ და სახელმა შთაგვაგონა, რომ სამუშაო სივრცის კონცეფცია მთლიანად ჯუნგლების თემატიკაზე აგვეწყო და შეგვექმნა ველური ბუნების იმიტაცია. პირველი შთამბეჭდავი დეტალიც, რომელიც აქ შემოსულ ადამიანს ხვდება — რეცეფციის დესკია, რომელიც სახელს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და გიჩენს შეგრძნებას, თითქოს ეკრანში ჯუნგლებს უყურებდე, მის თავზე სანათი კი გაბმული ლიანების ასოციაციას იწვევს, მაგრამ ამასთანავე, ციფრულ სამყაროსაც ეხმიანება.

შევარჩიეთ დედამიწის ფერთა პალიტრა: თბილი მწვანე, პასტელური ყვითელი და ცისფერი ტონები, რომლებიც სივრცეში მსუბუქად იშლება, ხოლო ავეჯის ძირითად მასალად გამოვიყენეთ ეკოლოგიურად სუფთა ფანერა. გადავწყვიტეთ, რომ ამფითეატრის ფუნქციურობა და ესთეტიკა იდეალურად მოერგებოდა ტერიტორიას, რომელიც განკუთვნილია ყოველკვირეული ივენთებისთვის, კინოჩვენებისთვის, პრეზენტაციებისა თუ სხვა ტიპის შეხვედრებისთვის ან უბრალოდ მოსასვენებლად.

სამზარეულოს აქ გაცილებით მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე უბრალოდ ადგილს ლანჩისთვის. ეს განტვირთვის, ივენთების მოწყობის, იდეების გაცვლისა და შეკრების მთავარი ადგილია, ამიტომ მას განსაკუთრებული ელვარება ჭერის მცენარეებში ჩამოკიდებული დისკოს ბურთების კომბინაციით შევძინეთ, რომელთა ერთიანი კონსტრუქციაც მასიური ჭაღის შეგრძნებას გვიტოვებს და საკმაოდ მსუბუქად იკითხება ინტერიერში. ჭერში მოლივლივე დისკოს ბურთებში არეკლილი განათებები ოთახში ძალიან საინტერესო შუქ-ჩრდილებს და პოზიტიურ განწყობას ქმნის. Digital Jungle ნათელი მაგალითია იმისა, რომ ერთ სივრცეში მუშაობა, გართობა და დასვენება თავისუფლად შეიძლება.

ეს სივრცე ჯუნგლების ურბანული ვიზუალიზაციაა, საპირფარეშოში კი ვიზუალურ ასოციაციებთან ერთად აუდიალური ჩანართებიც შემოდის, კერძოდ ჩიტების მელოდიური ჭიკჭიკი. უჩვეულო ცისფერი ნიჟარა მინიატურული აუზის კონცეფციით კი, როგორც ჩაფიქრებული გვქონდა, ყველა იქ შესულს, ღიმილს გვრის.

Digital Jungle-ის ინტერიერის დიზაინი ინსპირირებულია ველური ბუნებით, რომელიც სათუთად ერწყმის ციფრულ სამყაროს და ადამიანს უბიძგებს არა მხოლოდ პროდუქტიულობისკენ, არამედ შემოქმედებითობისკენ.
"

აღმოაჩინე მეტი

SKYLINE

SKYLINE

ვილა, რომლის დიდი ვიტრაჟებიდან შავი ზღვის და ბათუმის პანორამული ხედები იშლება, ხაზს უსვამს სახლის მასშტაბურობას, ხოლო ინტერიერის დეტალებში გამოყენებული ბორდოსფერი და ღრმა მწვანე, კიდევ უფრო მეტ დახვეწილობას სძენს მას

CARAMEL

CARAMEL

სწორი დაგეგმარებით და ფუნქციური ავეჯით, ეს ბინა ამტკიცებს, რომ მინიმალისტური დიზაინი არა მხოლოდ ესთეტიურია, არამედ ის ცხოვრებას უფრო ადვილს და სასიამოვნოს ხდის

იდეათა სამყაროდან - რეალურ სივრცეებამდე

ჩვენი დიზაინ სტუდიო წარმოსახულ იდეებს რეალობაში აცოცხლებს

ჩვენ დაგეხმარებით იცხოვრო კომფორტულ და გემოვნებიან სამყაროში, რომელიც ამასთანავე, შენს ინდივიდუალობას ასახავს

დიზაინ ინსპირაციის მისაღებად გამოგვიწერე

მადლობა გამოწერისთვის

© 2023 All Rights Reserved.

  • Instagram Icon
  • Facebook social icon
  • LinkedIn social icon
bottom of page