
Name:
BEBUA Wine Restaurant
Total Area:
75 კვ.მ.
Location:
ბერლინი, გერმანია
Year:
2025
სახელი:
BEBUA Wine Restaurant
ფართობი:
75 კვ.მ.
ადგილმდებარეობა:
ბერლინი, გერმანია
წელი:
2025
ჩვენი პირველი დიზაინ პროექტი ბერლინში - ღვინის რესტორანი ქალაქის შუაგულში. აქ ერთ სივრცეში ორი ფუნქციური ზონა ერთიანდება: ღვინის მაღაზია და მყუდრო რესტორანი, სადაც ელეგანტური დიზაინი და სასიამოვნო გარემო ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.
ინტერიერში შესვლისთანავე გვხვდება ღვინის ბოთლის ფორმის თაროები - სივრცის გამორჩეული დეტალი, რომელთა მასშტაბურობაც პირველ და განსაკუთრებულ ეფექტს ახდენს სტუმრებზე. მაღაზიის სივრცეშია განთავსებული ღვინის ბოთლებით დატვირთული მაღალი თაროებიც, რომელიც ხაზს უსვამს ჭერის სიმაღლეს და საგრძნობლად ზრდის სივრცის შეგრძნებას, მიუხედავად იმისა რომ ინტერიერის ფართობი არც თუ ისე დიდია.
რესტორანი მყუდრო და ელეგანტურია. სივრცის ორივე მხარეს არსებული თაღები შეფუთულია კორპის მასალით და შეღებილია შინდისფერ ტონალობაში, რომლის ინსპირაციაც საფერავი გახლავთ. სივრცის თბილი განათება კი მშვიდი ვახშმისთვის იდეალურ გარემოს ქმნის.
რომ შევაჯამოთ, ბერლინის ცენტრში დაგხვდებათ სივრცე, რომელიც თბილი, დახვეწილი, ელეგანტური და სასიამოვნოა.
