top of page
LINEAR

Name:

LINEAR

Total Area:

 110 კვ.მ

Location:

თბილისი, საქართველო

Year:

2022

სახელი: 

LINEAR

ფართობი: 

 110 კვ.მ

ადგილმდებარეობა:

თბილისი, საქართველო

წელი: 

2022

კომფორტი ფუნდამენტურია, მისი შექმნის საფუძველი კი განტვირთვა და პრაქტიკულობაა. პროექტი LINEAR სწორედ ამ პრინციპებს ეფუძნება და მინიმალიზმს სამ ძირითად ელემენტზე აგებს: სუფთა ხაზები, მინიმალური დეკორი და სადა ფერთა პალიტრა.

ინტერიერში ყველა ზედაპირი გლუვია, მასალები კი - ნაზი და ერთგვაროვანი, რაც გარემოს მეტ ჰაეროვნებას სძენს. კედლებში ინტეგრირებული ალუმინის განათებები ამ სიმსუბუქეს დინამიკურ ხასიათს მატებს.

მცირე ფართობი ჩვენთვის დაბრკოლება კი არა, სივრცის რაციონალურად ათვისების შესაძლებლობა გახდა. სასადილო ზონასა და სამზარეულოს შორის განთავსებულმა კომპაქტურმა კუნძულმა ერთდროულად ტიხრისა და ტევადი სათავსოს ფუნქცია შეითავსა. ღია და მუქი კაკაოსფერი ტონების მონაცვლეობა, სწორხაზოვან ფორმებთან ერთად, ქმნის საინტერესო ვიზუალურ კონცეფციას სივრცის გადატვირთვის გარეშე.

სრულყოფილების აღქმისთვის აუცილებელი კონტრასტი ინტერიერში მწვანე აქცენტებით შემოვიტანეთ. მცენარეებსა და მწვანე დივანს გონება ბუნებასთან და სიმშვიდესთან მიჰყავს, რაც გარემოში განსაკუთრებულ ჰარმონიას ამკვიდრებს.

პროექტი LINEAR მაცხოვრებლის საჭიროებებს დახვეწილ და პრაქტიკულ ფორმებში აქცევს - ეს არის სივრცე, სადაც დატვირთული დღის შემდეგ სიმსუბუქეს იგრძნობთ.

გეგმარება

აღმოაჩინე მეტი

იდეათა სამყაროდან - რეალურ სივრცეებამდე

ჩვენი დიზაინ სტუდიო წარმოსახულ იდეებს რეალობაში აცოცხლებს

ჩვენ დაგეხმარებით იცხოვრო კომფორტულ და გემოვნებიან სამყაროში, რომელიც ამასთანავე, შენს ინდივიდუალობას ასახავს

დიზაინ ინსპირაციის მისაღებად გამოგვიწერე

მადლობა გამოწერისთვის

© 2023 All Rights Reserved.

  • Instagram Icon
  • Facebook social icon
  • LinkedIn social icon
bottom of page