top of page
WALLABY BAR

Name:

WALLABY BAR

Total Area:

 80 კვ.მ

Location:

თბილისი, საქართველო

Year:

2021

სახელი: 

WALLABY BAR

ფართობი: 

 80 კვ.მ

ადგილმდებარეობა:

თბილისი, საქართველო

წელი: 

2021

"ეგზოტიკური სივრცე განტვირთვისთვის.

Wallaby ამერიკული Tiki-ს სტილის კოქტეილ ბარია — ეგზოტიკური სივრცე გართობისთვის, განტვირთვისთვის და მეგობრული შეკრებებისთვის.

ჩვენი მთავარი გამოწვევა იყო შეგვექმნა ტროპიკული მოტივების, თვალშისაცემი დიზაინი. თანაც, ექსტრავაგანტურობასთან ერთად, სივრცე არ უნდა ყოფილიყო ზედმეტად გადატვირთული, რომ დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ სტუმრებს კოქტეილის თანხლებით, მშვიდად განტვირთვა შესძლებოდათ. მცირე ბიუჯეტის მიუხედავად, სასურველ შედეგს მივაღწიეთ და საინტერესო დიზაინის Tiki ბარი შევქმენით.

Tiki ტროპიკული კულტურის ამსახველი, ექსტრავაგანტული სტილია. შესაბამისად, დიზაინის კონცეფციაც სწორედ Tiki-სთვის სახასიათო, ეგზოტიკურ მოტივებზე ავაგეთ.

ბარის ფერთა პალიტრა, უმეტესად, მუქი ტონებისგან შედგება. სივრცეში ჭარბობს ტროპიკული მცენარეები, ბუნებრივი ხის მასალები და სხვა ეგზოტიკური აქცენტები. დამატებით კი, ავთენტური სტილის ესთეტიკაში მსუბუქად შემოდის თანამედროვე სტილის შტრიხები, ნეონის განათებების სახით. უფრო მხიარული განწყობისთვის, საპირფარეშოს კედელზე დავიტანეთ ნეონის სახალისო წარწერა, რომელიც ნასვამ ადამიანს აუცილებლად მოჰგვრის ღიმილს.

Wallaby-ს ინტერიერში ჩვენი ფავორიტი, გამორჩეული ელემენტია ბარის დახლი, რომელიც სრულად განათებულია. ნათების შედეგად კი, ტროპიკული მცენარეების სილუეტებს ქმნის და სივრცეში შესვლისთანავე, ვიზიტორების ყურადღებას იპყრობს. ბარის კედლის თეთრი თაროები ვიზუალურად ყინულს წააგავს და ქმნის იმიტაციას, თითქოს სასმელი, უშუალოდ, ყინულის ზედაპირზეა განლაგებული.

დახლთან განთავსებული, დიდი ზომის სარკე კი, ვიზუალურ ილუზიას ქმნის და პატარა სივრცეს უფრო მასშტაბურად წარმოაჩენს.
"

აღმოაჩინე მეტი

SKYLINE

SKYLINE

ვილა, რომლის დიდი ვიტრაჟებიდან შავი ზღვის და ბათუმის პანორამული ხედები იშლება, ხაზს უსვამს სახლის მასშტაბურობას, ხოლო ინტერიერის დეტალებში გამოყენებული ბორდოსფერი და ღრმა მწვანე, კიდევ უფრო მეტ დახვეწილობას სძენს მას

CARAMEL

CARAMEL

სწორი დაგეგმარებით და ფუნქციური ავეჯით, ეს ბინა ამტკიცებს, რომ მინიმალისტური დიზაინი არა მხოლოდ ესთეტიურია, არამედ ის ცხოვრებას უფრო ადვილს და სასიამოვნოს ხდის

იდეათა სამყაროდან - რეალურ სივრცეებამდე

ჩვენი დიზაინ სტუდიო წარმოსახულ იდეებს რეალობაში აცოცხლებს

ჩვენ დაგეხმარებით იცხოვრო კომფორტულ და გემოვნებიან სამყაროში, რომელიც ამასთანავე, შენს ინდივიდუალობას ასახავს

დიზაინ ინსპირაციის მისაღებად გამოგვიწერე

მადლობა გამოწერისთვის

© 2023 All Rights Reserved.

  • Instagram Icon
  • Facebook social icon
  • LinkedIn social icon
bottom of page