Name:
STORY
Total Area:
187 კვ.მ
Location:
თბილისი, საქართველო
Year:
2025
სახელი:
STORY
ფართობი:
187 კვ.მ
ადგილმდებარეობა:
თბილისი, საქართველო
წელი:
2025
ახალ წელს ვიწყებთ ახალი პროექტით, რომელიც რიკარდო ბოფილის მიერ შექმნილ საოცარ კომპლექსში მდებარეობს ლისზე. რიკარდო ბოფილი ლეგენდარული პოსტმოდერნისტი არქიტექტორია, რომლის ნამუშევრებიც ბუნებასთან ჰარმონიის პრინციპებს ეყრდნობა. ასევეა გამორჩეული ეს კომპლექსიც - მკვეთრი ფერებით, ტერასების გეომეტრიული განაწილებით, გამწვანებული ფასადებითა და ბუნებრივი განათებით.
გადავწყვიტეთ ამ არქიტეტრურის ესთეტიკა და განწყობა ინტერიერში გადმოგვეთარგმნა. ბინის დიზაინი თანამედროვეა, ტერაკოტა და მწვანე ფერის აქცენტებით. გამოყენებულია ფუნქციურად საჭირო განათებები, თბილი და მყუდრო ატმოსფეროს შესაქმნელად. ფერებით ხაზგასმული გეომეტრიული ფორმები და სპეციალურად მომრგვალებული კუთხეები დიზაინს კიდევ უფრო საინტერესოს და დახვეწილს ხდის. სახლში შესვლისთანავე ხვდები, რომ ინტერიერი ექსტერიერს ორგანულად ერწყმის. დივანი მისაღებ ოთახს ორ ფუნქციურ ზონად ჰყოფს. მისი ორმხრივობა კომფორტულობის მიღმა, სივრცეში ასევე ერთიანობის შეგრძნებასაც გვიტოვებს, რაც მას იდეალურს ხდის შეკრებების მასპინძლობისთვის ან სახლში მყუდრო საღამოების გასატარებლად.
ეს ბინა შექმნილია ახალგაზრდა წყვილისთვის, რომელთა დიზაინის სურვილები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. გოგონას სურდა პასტელური ტონების მშვიდი ესთეტიკა, ხოლო მისი მეუღლე შედარებით მუქი და კონტრასტული ფერებისკენ იხრებოდა. ამ მოცემულობის შერწყმით, ჩვენ შევქმენით გარემო, რომელიც ორივე მათგანის გემოვნებასა და სურვილებს აკმაყოფილებს და ინტერიერს ჰარმონიულ დინამიკას სძენს.
არქიტექტურა და დიზაინი ფორმირდება იმ ადამიანების საჭიროებებიდან გამომდინარე, რომლებმაც ის უნდა გამოიყენონ. დღევანდელი ციფრული სამყარო ზოგჯერ გვაშორებს ერთმანეთს, სწორედ ამიტომ, დიზაინერები და არქიტექტორები ვცდილობთ შევქმნათ სივრცეები, რომლებიც ერთმანეთს ხშირად შეგვახვედრებს და ამ შეხვედრებს მეტად საინტერესოს გახდის. როგორც ამ ინტერიერში, ყველა დეტალი გათვლილია ფუნქციური გამოყენებისთვის, ისე, რომ ესთეტიური სიამოვნებაც მოგვანიჭოს, ეს არის სივრცე სადაც მეგობრული თუ ოჯახური შეკრებები ძალიან სასიამოვნოა.