top of page
LA FAMILIA

Name:

LA FAMILIA

Total Area:

175 კვ.მ

Location:

თბილისი, საქართველო

Year:

2023

სახელი: 

LA FAMILIA

ფართობი: 

175 კვ.მ

ადგილმდებარეობა:

თბილისი, საქართველო

წელი: 

2023

მაშინ, როდესაც ბინაში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს, ინტერიერის დიზაინი ორმაგ დავალებას იღებს: ერთი მხრივ, მოერგოს მის ყველა მაცხოვრებელს, მაგრამ ამასთანავე შეინარჩუნოს საინტერესო ხასიათი და უნიკალურობა.

ბინაში La Familia ამ ამოცანის დასახვამ მსუყე მინიმალიზმი შექმნა.

სადა დეტალები და პასტელური ტონები ინტერიერში ნებისმიერ ხასიათს ერგება, მაშინ როცა კონტრასტული ფერების ჩანართები სივრცეს გამომხატველობასა და ინდივიდუალიზმს ანიჭებს. ბინის პალიტრა სამ ტონში თამაშობს: თბილი თეთრი, ხის თბილი ტონალობა და ე.წ. ანტრაციტი — შავი პრიალა ქვანახშირი. მისაღებ ოთახში ტერაკოტისფერი სავარძელი და მწვანე ფერის ტონალობები კი, მონოქრომულ სივრცეს კიდევ უფრო მეტ სიცოცხლეს სძენს.

იმისთვის, რომ ბინა პრაქტიკული და ფუნქციური ყოფილიყო, მაგრამ ამასთანავე არ დაეკარგა სიმსუბუქე, სათავსოები ინტერიერის უჩინარ ელემენტებად ვაქციეთ.

შემოსასვლელის კარადა ერთი შეხედვით კედლის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ საკმაოდ ტევადია. მასვე მიჰყვება უჩინარი კარი, რომელიც დერეფანს საძინებლების ზონიდან ჰყოფს და სივრცესაც სრულებით არ ტვირთავს.

სადა ინტერიერი და მინიმალისტური ხასიათის ავეჯი — შთამბეჭდავი დეტალებით კიდევ უფრო გამოიკვეთა: მისაღებ ოთახში ტელევიზორის კედლის დიზაინი ანტრაციტის ფერის ჩარჩოთი, ხოლო საძინებელში საწოლის რბილი თავის დეკორის ელემენტად გადაქცევით. მეტიც, საბავშვო ოთახში გამოყენებული დამატებითი ფერები და დეტალები ბინის ხასიათში ავთენტურად ჩაჯდა.

La Familia-ს თანამედროვე მინიმალიზმში შემოაქვს მრავალფეროვნება და ახერხებს, რომ ერთდროულად იყოს მყუდრო და საინტერესო ბინის ყველა მაცხოვრებლისთვის.

აღმოაჩინე მეტი

NAVY BLUE

NAVY BLUE

ფერს უჩვეულო თვისება აქვს საკმარისია აირჩიო და გარემო ბუნებრივად და მაინც ჯადოსნურად იწყებს მასზე მორგებას და მისეული სამყაროს შექმნას

ARTISTIC HOME

ARTISTIC HOME

ინტერიერის დიზაინისა და ფოტოგრაფიის ხედვამ სისადავეში სივრცის საინტერესო კონცეპტი შემოიტანა

იდეათა სამყაროდან - რეალურ სივრცეებამდე

ჩვენი დიზაინ სტუდიო წარმოსახულ იდეებს რეალობაში აცოცხლებს

ჩვენ დაგეხმარებით იცხოვრო კომფორტულ და გემოვნებიან სამყაროში, რომელიც ამასთანავე, შენს ინდივიდუალობას ასახავს

დიზაინ ინსპირაციის მისაღებად გამოგვიწერე

მადლობა გამოწერისთვის

© 2023 All Rights Reserved.

  • Instagram Icon
  • Facebook social icon
  • LinkedIn social icon
bottom of page