Name:
HIS APARTMENT
Total Area:
120 კვ.მ
Location:
თბილისი, საქართველო
Year:
2021
სახელი:
HIS APARTMENT
ფართობი:
120 კვ.მ
ადგილმდებარეობა:
თბილისი, საქართველო
წელი:
2021
სანამ პროექტი ვინმეს მყუდრო საცხოვრებლად იქცევა, მასში ყოველთვის იკვეთება ერთი გამორჩეული დეტალი, რომელიც მთელი ინტერიერის ხასიათს განსაზღვრავს. ამ ბინის შემთხვევაში ეს მთავარი ელემენტი დიდ ვიტრაჟებს მიღმა გადაშლილი მზიურის პარკი აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ მოსასვენებელი ზონა არა ტელევიზორისკენ, არამედ ბუნებისკენ ყოფილიყო მიმართული.
ფერებისა და ფაქტურების შთაგონებაც ფანჯრიდან დანახულმა ხედმა მოგვცა. პალიტრა ბუნებრივი, „დედამიწის ტონალობებით“ შევადგინეთ: ცისფერი, ყავისფერი და მწვანე აქცენტები, ხის ფაქტურასთან ერთად, თანამედროვე ურბანული ხასიათი შევძინეთ. ამით შევქმენით გარემო, რომელიც თანამედროვეცაა და, ამავდროულად, მაქსიმალურად ორიენტირებული კომფორტსა და განტვირთვაზე.
მისაღები ოთახი ორ ძირითად სივრცედ იყოფა, სადაც პირველი ნაწილი სასადილო ზონას უჭირავს. მიუხედავად ფუნქციური გამიჯვნისა, საერთო ფერთა გამა და მასალები ოთახის მთლიანობას უზრუნველყოფს. მინიმალისტური დიზაინის ჭაღები საინტერესო გადაწყვეტაა - ისინი ერთდროულად ყოფენ და აერთიანებენ სივრცეს, მათ შორის განთავსებული მცენარე კი კიდევ ერთი „ცოცხალი ტიხრის“ როლს ასრულებს.
ინტერიერის ერთ-ერთი გამორჩეული აქცენტი მარსელ ვანდერსის ჭაღი, Flos Skygarden-ია. მისი შიდა ორნამენტული ფორმები ვანდერსის ძველი სახლის ჭერის დეკორს იმეორებს და ბინაში ბუნების ელემენტებს დახვეწილი, მხატვრული ფორმით აცოცხლებს.
His Apartment სადად მოწყობილ გარემოში აბსოლუტური სისავსის შეგრძნებას გვიტოვებს. ის გვაჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ზომიერებასა და ბალანსს სივრცეში განსაკუთრებული სიმყუდროვის შექმნა.
გეგმარება






















