top of page
HER APARTMENT

Name:

HER APARTMENT

Total Area:

105 კვ.მ

Location:

თბილისი, საქართველო

Year:

2022

სახელი: 

HER APARTMENT

ფართობი: 

105 კვ.მ

ადგილმდებარეობა:

თბილისი, საქართველო

წელი: 

2022

"როგორ სახლში დაბრუნდებოდა საკულტო ქალის პროტოტიპი, ელეგანტურად გაკრული შარფით, სათვალეებითა და ხელთათმანებით, რომელიც სანაპიროების გავლით, რეტრო სტილის ავტომობილით მოგზაურობს?

გადავწყვიტეთ ბინა HER-ში სწორედ ეს დახვეწილი მაძიებლობა გაგვეცოცხლებინა, რაც მისაღები სივრცეების მრავალფეროვნებაში ვთარგმნეთ.

სამზარეულო ბარით, სასადილო და მისაღები ერთ სივრცეშია, თუმცა ისინი მაინც ახერხებენ ბინაში ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, უნიკალური ხასიათის შენარჩუნებას. ეს ტრიო იძლევა შესაძლებლობას ბინაში შეიქმნას ატმოსფერო როგორც იტალიური ვახშმის საღამოებისთვის, ისე ღვინის თანხლებით ბართან მუსიკის მოსმენისა ან მყუდროდ, ჭიქა ყავაზე მეგობართან საუბრისთვის.

მაძიებლობას ყოველთვის თან ახლავს თავგადასავალიც, ამიტომ მისაღებში იმავე შინაარსის გადმოსატანად, პასტელურ ფერთა გამას დავამატეთ ერთი კონტრასტული დეტალი — მუქი მწვანე სავარძელი, სახელად Redondo (ბრენდი Moroso), რომელიც ცნობილ დიზაინერს პატრისია ურკიოლას ეკუთვნის და ინსპირირებულია 50-60 წლების ამერიკული მანქანებით, რომელთა ყველაზე სახასიათო შტრიხს გაერთიანებული, რბილი სავარძლები წარმოადგენს.
მისაღები კუთხის ცენტრს განსაკუთრებულ სიფაქიზეს სძენს მსუბუქი მინისგან დამზადებული მაგიდა (ბრენდი Glas Italia), რომელიც იმეორებს მარმარილოს ფერსა და ძარღვებს და ამით სხვადასხვა პერსპექტივიდან სხვადასხვა ვიზუალურ ეფექტს გვაძლევს. 


სამზარეულო ბინის ის ნაწილია, სადაც ყველაზე მეტი სისადავე გვხვდება, მაგრამ აქაც, ბუნებრივი ქვისთვის დამახასიათებელი ფაქტურის ფილებითა და კრემისფერი მინის ფასადის კომბინაციით, ელეგანტურობას კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი.

მესამე სივრცის, სასადილოს ფორმების კონცეფცია ასევე ცნობილი დიზაინერის, მარსელ ვანდერის ჭაღის, Zeppelin-ის (ბრენდი Flos) საფუძველზე ჩამოყალიბდა. მიუხედავად დიდი ზომისა, განათება ღრუბელივით ჰაეროვნად დალივლივებს სივრცეში, სკამები კი ასოციაციურად იმეორებენ ჭაღის ფორმას და ინტერიერს კიდევ უფრო მეტ ელეგანტურობას სძენენ.

როდესაც დიზაინი ერთ, მკაფიოდ დანახულ შინაარსზე დაყრდნობით იწყებს გაცოცხლებას, ეს ხასიათი რბილად და ბუნებრივად ვრცელდება მთელ ბინაზე.
სწორედ ამიტომ იკითხება HER პროექტში ასე კარგად ელეგანტურობა სათავგადასავლო
ელემენტებით. "

აღმოაჩინე მეტი

STORY

STORY

დამკვეთების სურვილების შერწყმით, შევქმენით სივრცე რომელიც მათ მოთხოვნებს თანაბრად პასუხობს - რბილი ფერების და სიღრმის ბალანსი რომელიც ჰარმონიულად და დინამიურად იგრძნობა ინტერიერში

LUNA

LUNA

მშვიდი, სკანდინავიური სტილის სივრცე და მისი რბილი, პასტელური ტონები ქმნიან მყუდრო, მინიმალისტურ გარემოს, რომელიც თანამედროვეა და ამავდროულად დროსაც უძლებს

იდეათა სამყაროდან - რეალურ სივრცეებამდე

ჩვენი დიზაინ სტუდიო წარმოსახულ იდეებს რეალობაში აცოცხლებს

ჩვენ დაგეხმარებით იცხოვრო კომფორტულ და გემოვნებიან სამყაროში, რომელიც ამასთანავე, შენს ინდივიდუალობას ასახავს

დიზაინ ინსპირაციის მისაღებად გამოგვიწერე

მადლობა გამოწერისთვის

© 2023 All Rights Reserved.

  • Instagram Icon
  • Facebook social icon
  • LinkedIn social icon
bottom of page