top of page
FROSTED

Name:

FROSTED

Total Area:

 100 კვ.მ

Location:

თბილისი, საქართველო

Year:

2021

სახელი: 

FROSTED

ფართობი: 

 100 კვ.მ

ადგილმდებარეობა:

თბილისი, საქართველო

წელი: 

2021

"ახალგაზრდა წყვილის პასტელური ბინა ნამაი ვაკეში.

ახალგაზრდა ოჯახისთვის, მთავარი პრიორიტეტი მაქსიმალურად პრაქტიკულ გარემოში ცხოვრება იყო. წყვილს სურდა სისადავით გამორჩეული, ნათელი ბინა, რომელშიც იქნებოდა ყველაფერი ოჯახის თითოეული წევრის კომფორტისთვის და ამავდროულად — არაფერი იქნებოდა ზედმეტი.

დამკვეთის სურვილებისა და ჩვენი ხედვის სინთეზმა სივრცის მინიმალისტურ, თანამედროვე გადაწყვეტამდე მიგვიყვანა. ბინის საერთო პალიტრა ნაზი, ბუნებრივი და პასტელურია. ერთმანეთისგან რამდენიმე ტონით განსხვავებული ფერები სივრცეს მონოქრომულ იერსახეს სძენს, რასაც ინტერიერში განსაკუთრებული სიმშვიდისა და დახვეწილობის შეგრძნება შემოაქვს.

მინიმალიზმისთვის დამახასიათებელი სიცივის ასარიდებლად, ბინაში დომინანტურად შემოვიტანეთ ხის სადა ფაქტურა, რამაც სივრცეს უფრო თბილი და მყუდრო განწყობა მიანიჭა. თუმცა, მონოქრომული ესთეტიკის შესანარჩუნებლად, ხის ფერი ბინის საერთო პალიტრის ღია ტონალობებიდან შევარჩიეთ. სხვადასხვა ობიექტის მიღმა დამალული, თბილი განათებით კი, ინტერიერს განსაკუთრებული სიმყუდროვე და დახვეწილობა შევმატეთ.

ინტერიერის კიდევ ერთი საინტერესო შტრიხი მინიმალისტური კარებია, რომლებიც, ფაქტობრივად, კედლების იმიტაციაა და იდეალურად ერწყმის დამალული განათებების სისადავეს.
სივრცე, პრაქტიკულობის თვალსაზრისითაც, მაქსიმალურად ავითვისეთ — ტევადი ჩაშენებული კარადები, ერთი მხრივ, ადგილს ზოგავს, მეორე მხრივ კი, ინტერიერის საერთო ესთეტიკაში ჰარმონიულად ინტეგრირდება.
"

აღმოაჩინე მეტი

PASTELS

PASTELS

რიგელების მძიმე ვიზუალი საერთო ესთეტიკას არღვევდა, თუმცა, ამ პრობლემას საინტერესო გადაწყვეტა მოვუძებნეთ და რიგელები დეკორატიული თაროების შეუმჩეველ ნაწილად ვაქციეთ

LUNA

LUNA

მშვიდი, სკანდინავიური სტილის სივრცე და მისი რბილი, პასტელური ტონები ქმნიან მყუდრო, მინიმალისტურ გარემოს, რომელიც თანამედროვეა და ამავდროულად დროსაც უძლებს

იდეათა სამყაროდან - რეალურ სივრცეებამდე

ჩვენი დიზაინ სტუდიო წარმოსახულ იდეებს რეალობაში აცოცხლებს

ჩვენ დაგეხმარებით იცხოვრო კომფორტულ და გემოვნებიან სამყაროში, რომელიც ამასთანავე, შენს ინდივიდუალობას ასახავს

დიზაინ ინსპირაციის მისაღებად გამოგვიწერე

მადლობა გამოწერისთვის

© 2023 All Rights Reserved.

  • Instagram Icon
  • Facebook social icon
  • LinkedIn social icon
bottom of page