Name:
PASTELS
Total Area:
170 კვ.მ
Location:
თბილისი, საქართველო
Year:
2022
სახელი:
PASTELS
ფართობი:
170 კვ.მ
ადგილმდებარეობა:
თბილისი, საქართველო
წელი:
2022
პროექტი "Pastels" ახალგაზრდა წყვილისა და მათი ორი შვილისთვის შექმნილი მყუდრო და ნათელი საცხოვრებელია. დაბალი რიგელებით გამოწვეული სიმძიმე პასტელური ტონების გამოყენებით დავაბალანსეთ, რამაც სივრცე ბუნებრივი სინათლით აავსო. თავად რიგელები დეკორატიული თაროების ნაწილად ვაქციეთ, რამაც კონსტრუქციული სირთულე ინტერიერის საინტერესო აქცენტად გარდაქმნა.
ინტერიერი გაჯერებულია ხის ნატურალური ფაქტურებითა და მინიმალისტური განათებით. მისაღებ ოთახში ცენტრალურ ადგილს იკავებს დახვეწილი ჭერის სანათი, რომლის სადა და ორგანული ფორმა იდეალურად ერწყმის სახლის საერთო ესთეტიკას. სამზარეულოს ნათელ ტონებს ტერაკოტას ტონალობის ჭაღი აცოცხლებს, რაც მონოქრომულ სივრცეში სახასიათო კონტრასტს ქმნის. მთავარ საძინებელში კი, სივრცის მაქსიმალურად შენარჩუნების მიზნით, ტევადი საგარდერობე ოთახი დაბურული შუშის სლაიდებით გამოვყავით.
ბავშვების ოთახებში მინიმალისტური სტილი ხალისიანი ფერებითა და კომფორტული, ფუმფულა საწოლებით დავაბალანსეთ. ბიჭის ოთახისთვის პასტელური მწვანე, გოგონასთვის კი ლიმნისფერისა და ვარდისფრის კომბინაცია შევარჩიეთ. თითოეულ სივრცეში ფუნქციურად მოეწყო სამეცადინო და გასართობი კუთხეები, რაც ბავშვების ყოველდღიურობას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.
გეგმარება



















